COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსისგან 81 პირი გამოჯანმრთელდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან 1 უცხოეთის მოქალაქეა. გიორგი მიქელაძის თქმით, ყველაზე მეტი - 35 კოვიდინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, 12 - ადიგენში, 12 - ბორჯომში, 8 - ასპინძაში, 3 - ნინოწმინდასა და 1 - ახალქალაქში.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 81 ადამიანი და მათი რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 180-მდე პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 334 ნიმუში.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1254 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 490, ადიგენში - 204, ახალქალაქში - 103, ბორჯომში - 125, ასპინძაში - 149 და ნინოწმინდაში - 79.

კარანტინში 300 პირია. აქედან ახალციხეში - 79, ხოლო ბაკურიანში - 221.

13 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1104 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული. 9 პირი გარდაიცვალა.
| Print |