COVID19
კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება უსაფრთხოა - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი დაავადების გავრცელების თვალსაზრისით არავითარ რისკს არ წარმოადგენს. ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად უსაფრთხოა კორონავირუსით გარდაცვლილის სახლში დასვენება და პანაშვიდის გადახდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ შემთხვევაში რისკის შემცველი დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრაა.

„კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანის ცხედარის სახლში დასვენება ნამდვილად უსაფრთხოა და ყველა რიტუალის დაცვით შეიძლება ეს ყველაფერი გაკეთდეს, სასურველია, რომ ეს მოხდეს 72 საათის განმავლობაში. ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორი არის დიდი თავშეყრები, იქნება ეს თავშეყრა სასიხარულო თუ დაკავშირებული გარდაცვალებასთან და ჩვენს შესაბამის რიტუალებთან, რაც გვაქვს ტრადიციულად. ამიტომ, ჩვენ ყოველმხრივ თავი უნდა შევიკავოთ დიდი თავშეყრებისგან,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

interpressnews.ge
| Print |