COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 10-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზითით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყნის მასშტაბით, ბოლო 24 საათში COVID 19-ით 33 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 10 თბილისში მკურნალობდა.

„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 33 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10, აჭარაში - 7, იმერეთში - 10, ქვემო ქართლში - 1, შიდა ქართლში - 2, კახეთში - 1, მცხეთა-მთიანეთში - 1, სამცხე-ჯავახეთში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 669 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა ხოჯევანიშვილმა.

ამ დროის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 10 ადამიანია გარდაცვლილი.
| Print |