COVID19
ახალციხეში კორონავირუსის 28 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის განმარტებით, აქედან 2 სხვა რეგიონის მაცხოვრებელია. გიორგი მიქელაძის თქმით, ყველაზე მეტი - 28 კოვიდინფიცირებული ახალციხის მუნიციპალიტეტშია გამოვლენილი, 13 - ადიგენში, 12 - ახალქალაქში, 11 - ბორჯომში, 5 - ასპინძაში და 5 - ნინოწმინდაში.

ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 26 ადამიანი და მათი რაოდენობა 204-მდე გაიზარდა.

კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი ბორჯომის მუნიციპალიტეტიდან. გარდაცვლილი 72 წლის მამაკაცია.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 318 პირი.

ამ დროისათვის გამოსაკვლევია 267 ნიმუში.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 554 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 582, ადიგენში - 362, ახალქალაქში - 101, ბორჯომში - 239, ასპინძაში - 151 და ნინოწმინდაში - 119.

კარანტინში 299 პირია. აქედან ახალციხეში - 75, ხოლო ბაკურიანში - 224.

14 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1178 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 10 – გარდაცვლილია.
| Print |