ახალციხე, ასპინძა, ბორჯომი, ადიგენი - COVID19-ის ახალი შემთხვევები რეგიონში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 1 ადიგენში, 3 ასპინძაში, 19 ახალციხეში, 3 კი ბორჯომში გამოვლინდა.
სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაციით, გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 138-მდე პირი, კვლევაში რჩება 273 პირის ბიოლოგიური მასალა.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში 1 511 პირი იმყოფება. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 650, ადიგენში - 243, ახალქალაქში - 101, ბორჯომში - 281, ასპინძაში - 151 და ნინოწმინდაში - 85.
325-მდე გაიზარდა კარატინში მყოფთა რაოდენობა. აქედან 77 ახალციხის, 248 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.
15 ნოემბრის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში სულ 1 204 კოვიდინფიცირებულია დაფიქსირებული, აქედან 10 – გარდაცვლილია, 204 კი გამოჯანმრთელდა.