COVID19
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 82 000-ს გადააჭარბა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 157 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 82 835 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 3 230 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 65 291 გახდა.

გარდაიცვალა 30 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 733 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 735 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 658 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 315-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |