COVID19
მოქალაქეებს 112-ზე დარეკვა აღარ მოუწევთ - ახალი პორტალი პაციენტს პირდაპირ ექიმთან დააკავშირებს
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პორტალი, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, გაარკვიონ, საჭიროების შემთხვევაში, რომელ საავადმყოფოს ან ოჯახის ექიმს უნდა მიმართონ. ამასთან, როგორც მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, პორტალი 112-ისა და ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზების შესამსუბუქებლად შეიქმნება.

"პორტალი იქნება, სადაც მოქალაქეები თავიანთი პირადი ნომრებით გადაამოწმებენ, რომელ კლინიკაში არიან რეგისტრირებულნი და რომელი ოჯახის ექიმი ემსახურებათ, სახელი და გვარი მითითებული იქნება. ადამიანებს ექნებათ ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, რომელ კლინიკას ან ექიმს უნდა მიმართონ. ჯერჯერობით, არ ჩანს, მაგრამ ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზეც გამოჩნდება, დამოუკიდებლადაც შეეძლებათ აღნიშნული ვებგვერდის გახსნა - This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it ერქმევა"
, - განუცხადეს mshoblebi.ge-ის ჯანდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ კოვიდის სიმპტომების გამო, 112-ზე დარეკვა აღარ სჭირდებათ არც კერძო დაზღვევების მქონე მოქალაქეებს. მინისტრის ახალი განკარგულებით, სადაზღვევო კომპანიები ასეთ პაციენტებს 24 საათის განმავლობაში გაუწევენ მომსახურებას და მათ შორის PCR ტესტების გაკეთებასაც უზრუნველყოფენ.

mshoblebi.ge
| Print |