COVID19
ახალციხეში PSP-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში, სააფთიაქო ქსელ PSP-ს თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ვირუსი ერთ-ერთ ფარმაცევტს აქვს.

კომპანიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ თანამშრომლები, რომლებიც ინფიცირებულის ცვლაში მუშაობდნენ, თვითიზოლაციაში რჩებიან. ვირუსის გამო, არ შეცვლილა აფთიაქის დღის წესრიგი. ოფისს დეზინფექცია ჩაუტარდა და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

რაც შეეხება კოვიდდადებით ფარმაცევტს, იგი ერთ-ერთ კოვიდსასტუმროშია მოთავსებული.

შეგახსენებთ, რომ გასულ დღე ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 60 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და საერთო რაოდენობა
1 264-მდე გაიზარდა.
| Print |