COVID19
3 117 - ინფიცირებული, 45 - გარდაცვლილი - COVID 19-ის დღიური სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 117 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 85 952 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 3 638 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 68 929 გახდა.

გარდაიცვალა 45 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 778 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 797 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 5 662 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 351-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |