COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 65 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, COVID 19-ის 3 117 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 202 - თბილისში, 469 - აჭარაში, ხოლო 302 - იმერეთში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი 3 117 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 202 შემთხვევა, აჭარაში - 469, იმერეთში - 302, ქვემო ქართლში - 259, შიდა ქართლში - 173, გურიაში - 61, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 355, კახეთში - 117, მცხეთა-მთიანეთში - 86, სამცხე-ჯავახეთში - 65, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 28.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219. 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 911, იმერეთში - 1 142. მძიმე პაციენტი გვყავს 740, მათ შორის, თბილისში - 378, აჭარაში - 137, იმერეთში - 115. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 332 პირი, მათ შორის, თბილისში - 132, აჭარაში - 117, იმერეთში - 24. 3 351 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 607 - აჭარაში, 1 239 - თბილისში, ხოლო 222 - იმერეთში. 7 206 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 2 797 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 424, აჭარაში -1 610, ხოლო იმერეთში - 32"
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიუზარდა.

17 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 329 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 204.

| Print |