COVID19
106 ინფიცირებული - კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 106 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 443 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 318 - თბილისში, 562 - იმერეთში, ხოლო 512 - აჭარაში გამოვლინდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები შემდეგი სახით გამოიყურება: ქვემო ქართლი - 163, შიდა ქართლი - 178, გურია - 64, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 368, კახეთი - 85, მცხეთა-მთიანეთი - 54, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

გასულ დღე-ღამეში რეგიონში კორონავირუსით გარდაიცვალა კიდევ ერთი ადამიანი და გარდაცვლილთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა.

18 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 1 435 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია 273.
| Print |