ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარეს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარე კორონავირუსით დაინფიცირდა. გელა ნოზაძე ხაშურის კოვიდმიმღებ კლინიკაში მკურნალობს.
საკრებულოს თავჯდომარეს კოვიდინფექცია 15 ნოემბერს დაუდასტუდა. მისი თქმით, მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, ამიტომ მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებაში გადის, სადაც 16 ნოემბერს გადაიყვანეს. გელა ნოზაძის თქმით, ინფიცირების წყარო უცნობია.
"საშინელი სუნთქვის უკმარისობა მქონდა. მაწუხებდა ზურგის ტკივილი, კუნთების, სახსრების, თავის ტკივილი. მქონდა სიცხე, გულისრევის შეგრძნება. თუ რამე სიმპტომი არსებობს, ყველაფერი მქონდა თითქმის" – განუცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ "მეცხრე არხს".
გელა ნოზაძე ამბობს, რომ ბოლოს სამსახურში 12 ნოემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც საკრებულოს სხდომა გამართა. 13 ნოემბრიდან კი იგი შვებულებაშია. ამიტომ სამსახურში მის მიერ ვინმეს დაინფიცირების ალბათობა ნაკლებია. გელა ნოზაძე ამბობს, რომ მას კონტაქტი მხოლოდ ოჯახის წევრებთან ჰქონდა, რომლებიც ასევე კოვიდინფიცირებულები არიან.
თავის დაზღვევის მიზნით, საკრებულოს თანამშრომლები თვითიზოლაციაში იყოფებიან და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებენ.