COVID19
ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში COVID19-სგან 25 პაციენტი გამოჯანმრთელდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 63 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 12 ადიგენში, 10 ასპინძაში, 13 ახალციხეში, 4 ახალქალაქში, 22 ბორჯომში და 2 ნინოწმინდაში. 

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 235-მდე პირი. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის ინფორმაიით, კვლევაში რჩება 48 ნიმუში.

24 საათში გამოჯანმრთელდა კიდევ 25 პირი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაა 362.

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 733 პირი, აქედან ადიგენში 367, ასპინძაში 155, ახალციხეში 729, ახალქალაქში 116, ბორჯომიში 298, ნინოწმინდაში კი 68 პირი. 

კარანტინში იმყოფება 279 ადამიანი, აქედან 76 ახალციხეში, ხოლო 203 ბაკურიანში. 

21ნოემბრის მონაცემებით, რეგიონში 1 647 პირია ინფიცირებული, მათგან 16 გარდაიცვალა, 362 კი გამოჯანმრთელდა. 
| Print |