COVID19
49 გარდაცვლილი, 3 856 გამოჯანმრთელებული - ერთი დღის კოვიდსტატისტიკა საქართველოში
დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 49 პაციენტი გარდაიცვალა. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის ინფორმაციით, თბილისში - 24, აჭარაში - 13, იმერეთში - 7, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 1, ქვემო ქართლში - 3, ხოლო შიდა ქართლში - 1 ადამიანი დაიღუპა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 976-მდე გაიზარდა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 091. მათ შორის 6 189 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 864. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 386 პირი. 

8 453 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |