COVID19
44 ახალი ინფიცირებული და 17 გამოჯანმრთელებული - რეგიონის კოვიდსტატისტიკა დღე-ღამეში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 691 გახდა. ახალი შემთხვევებიდან 6 ადიგენში, 3 ასპინძაში, 28 ახალციხეში, 3 ახალქალაქში და 4 ბორჯომში გამოვლინდა. 

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 180-მდე პირი. ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული. კვლევაში რჩება 60 ნიმუში. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 18 პირი და სულ მათი რაოდენობა 380 გახდა. 

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 855 პირი. აქედან ადიგენში 385, ასპინძაში 157, ახალციხეში 802,  ახალქალაქში 115, ბორჯომში 334, ნინოწმინდაში 62 პირი. 

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 310 პირია მოთავსებული, აქედან 73 ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 237. 

რეგიონის მასშტაბით სულ გარდაცვლილია 16 პაციენტი. 
| Print |