COVID19
"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძე
"ქვეყ­ნის და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მდგო­მა­რე­ო­ბის შე­საძ­ლო მოკ­ლე ვა­და­ში გა­მო­სას­წო­რებ­ლად", - ამის შე­სა­ხებ ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თენგიზ ცერ­ცვა­ძის გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

ცერ­ცვა­ძის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ნა­ად­რე­ვად ირ­წმუ­ნა, რომ COVID-19 ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს და პრაქ­ტი­კუ­ლად უარი თქვა იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის სწრა­ფი მა­ტე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დატ­ვირ­თვა.

"მი­მაჩ­ნია, რომ ეს უკა­ნას­კნე­ლი გა­მო­იწ­ვია რა­მო­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­მა - სა­ქარ­თვე­ლომ ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­წყო­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დის სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უარი თქვა გან­მე­ო­რე­ბით lockdown-ზე და მკაცრ შე­ზღუდ­ვებ­ზე, აგ­რეთ­ვე იმან, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ ნა­ად­რე­ვად ირ­წმუ­ნა, რომ COVID ქვეყ­ნის­თვის სე­რი­ო­ზულ საფრ­თხეს არ წარ­მო­ად­გენს და პრაქ­ტი­კუ­ლად უარი თქვა იმ აუ­ცი­ლე­ბე­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე (პირ­ბა­დის ტა­რე­ბა და­ხუ­რულ და ღია სივ­რცე­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბა, ხალ­მხრა­ვალ შეკ­რე­ბე­ბის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა და სხვ.), რა­მაც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბა COVID-19-ის ახა­ლი შემ­თვე­ვე­ბის სწრა­ფი მა­ტე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის სე­რი­ო­ზუ­ლი გა­დატ­ვირ­თვა, რა­საც ქვე­ყა­ნა ჯერ-ჯე­რო­ბით მარ­თა­ლია სე­რი­ო­ზუ­ლი შე­ფერ­ხე­ბე­ბით, მაგ­რამ მა­ინც უმკლავ­დე­ბა, რა­ზეც მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც სიკ­ვდი­ლო­ბის ევ­რო­პა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი და ჰოს­პი­ტალს გა­რეთ (ბი­ნა­ზე, კო­ვიდ სას­ტუმ­რო­ებ­ში და სხვ.) გარ­დაც­ვლი­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რი­ცხვი - სულ 7-8 შემ­თხვე­ვა. მაგ­რამ ასე გაგ­რძე­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა" – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
| Print |