COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 958 ახალი დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი. შესაბამისად, კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 108 690 - მდე გაიზარდა.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში 3 531 პირი გამოჯანმრთელდა, ჯამში მათი რაოდენობა 89 170 გახდა.

გარდაიცვალა 36 ადამიანი და 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე კორონავირუსის დიაგნოზით სულ 1 012 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2 137 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 6 221 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 3 736-ს შეადგენს.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
| Print |