COVID19
კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევიდან 23 ახალციხეში გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 40 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 731 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 23 შემთხვევა ისევ ახალციხეში დაფიქსირდა, 8 – ადიგენში, 4 – ნინოწმინდაში, 3 – ბორჯომში, ხოლო 2 – ახალქალაქში.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 120-მდე პირი. ისინი თვითიზოლაციაში არიან გადასული. კვლევაში რჩება 120 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 24 პირი და სულ მათი რაოდენობა 404 გახდა.

რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 722 პირი. აქედან ახალციხეში – 798, ადიგენში – 345, ასპინძაში – 145, ახალქალაქში 94, ბორჯომში – 291, ნინოწმინდაში 49 პირი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 242 პირია მოთავსებული, აქედან 71 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 153.

რეგიონის მასშტაბით სულ გარდაცვლილია 16 პაციენტი.

| Print |