COVID19
ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში კორონავირუსით 34 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, იგი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობდა, რადგან მისი მდგომარეობა მძიმე იყო. ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს თანმდევი დაავადებები უცნობია.

"დღეს გარდაიცვალა 34 წლის მამაკაცი და მინდა მის ოჯახის წევრებს მივუსამძიმრო და ახალციხელებს ზოგადად. ორი კვირა აპარატზე ჰყავდათ შეერთებული. სხვა დაავადებები ჰქონდა თუ არა, არვიცი. როგორც ჩანს ვირუსმა სუნთქვის უკმარისობა გამოიწვია და ვეღარ გადაიტანა"
– აცხადებს გარდაცვლილის ახლობელი ზურაბ მაღრაძე.

ახალციხელი მამაკაცი მკურნალობას ჯერ ხარაგაულში, შედეგ კი საჩხერის კოვიდმიმღებ კლინიკაში გადიოდა.

სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის, გიორგი მიქელაძის განცხადებით, მამაკაცის გარდაცვალებაზე კომენტარს 24 ნოემბერს გააკეთებს.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის დიაგნოზით 17 პაციენტია გარდაცვლილი.
| Print |