COVID19
43 ახალი შემთხვევა - კორონავირუსის დღიური მაჩვენებელი ახალციხეში
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 97 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 828 გახდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 43 შემთხვევა ისევ ახალციხეში დაფიქსირდა, 19 – ბორჯომში, 13 – ადიგენში, 9 - ასპინძაში, 8 – ახალქალაქში, ხოლო 5 – ნინოწმინდაში.

მოკვლეულია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 123 პირი. კვლევაში რჩება 137 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 28 პირი და სულ მათი რაოდენობა 432 გახდა.

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა კიდევ ერთი პაციენტი - 34 წლის ახალციხელი მამაკაცი. შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით გარდაცვლილთა რაოდენობა 17-მდე გაიზარდა.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება კვლავ 1 722 პირი. აქედან, ახალციხეში – 791, ადიგენში – 317, ასპინძაში – 132, ახალქალაქში 100, ბორჯომში – 295, ნინოწმინდაში - 22 პირი.

რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 277 პირია მოთავსებული, აქედან 64 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 213.
| Print |