COVID19
საქართველოში კორონავირუსის 3 071 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
3 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა, 3 366 - გამოჯანმრთელებული, ხოლო 34 -გარდაცვლილი - ასეთია ბოლო 24 საათში კორონავირუსის დღიური სტატისტიკა საქართველოში. შესაბამისად ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა 114 889 - მდე გაიზარდა. ჯამში გამოჯანმრთელებული 95 581 ადამიანია, ხოლო 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 085 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2 071 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 145 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 723-ს შეადგენს.

| Print |