COVID19
ჯანდაცვის სისტემის კრიზისი თუ ექიმების უყურადღებობა – რა მოხდა წყალთბილაში?
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილაში კორონავირუსის სიმპტომებით მამა-შვილი გარდაიცვალა. 43 წლის ქალი და 73 წლის მამაკაცი ინფიცირებული პირის კონტაქტები იყვნენ. სიმპტომების გამოვლენისას, კორონავირუსზე მათი გატესტესტვა არ მომხდარა. შვილის გარდაცვალების შემდეგ კი მოხუცი მამა კლინიკამ არ მიიღო. 

მამა-შვილის ავადმყოფობის შესახებ ინფორმირებული იყო ოჯახის ექიმი. ვაჰან ვაჰაინმა „მეცხრე არხს“ სატელეფონო საუბარში განუცხადა, რომ მამაკაცის გასინჯვის შემდეგ სასწრაფო დახმარება თავად გამოიძახა და ახალციხეში კოვიდმიმღებ კლინიკაში გადაამისამართა. 

73 წლის წყალთბილელი მამაკაცისთვის მკურნალობაზე უარს არ ადასტურებენ ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალში. კლინიკის მენეჯერი განმარტავს,რომ მათთან პაციენტების მიღება რეგისტრაციის შემდეგ ხდება, თუმცა მამაკაცი მათთან რეგისტრირებული არ არის. რეზო კუჭუხიძე არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილის ოჯახს პაციენტის მიღებაზე უარი სატელეფონო საუბრისას, ადგილების არაარსებობის გამო ეთქვა.

| Print |