COVID19
საქართველოში კორონავირუსი ახალ ანტირეკორდს ამყარებს
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123 470-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 161 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 489 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 102 270-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 2 114 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 251 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 863-ს შეადგენს.

| Print |