სამცხე-ჯავახეთში ყველაზე მეტი ინფიცირებული ბორჯომში გამოვლინდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში, კოვიდ 19-ით კიდევ 89 პირი დაინფიცირდა. სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის ინფორმაციით, ინფიცირების ყველაზე მეტი – 38 შემთხვევა ბორჯომში დაფიქსირდა, 26 – ახალციხეში, 13 - ადიგენში, 5 - ახალქალაქში, 4 – ასპინძაში, ხოლო 3 – ნინოწმინდაში.
რეგიონში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 063 გახდა.
მოკვლეულია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 155 პირი. კვლევაში რჩება 75 ნიმუში.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა კიდევ 85 პაციენტი და მათი რიცხვი 710-მდე გაიზარდა.
18-მდე გაიზარდა კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა. 26 ნოემბერს COVID 19-ს ახალციხის მუნიციპალიტეტში 67 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 1 792 პირი. აქედან, ახალციხეში – 746, ადიგენში – 427, ასპინძაში – 136, ახალქალაქში - 120, ბორჯომში – 337, ნინოწმინდაში - 26 პირი.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში 290 პირია მოთავსებული, აქედან 66 – ახალციხეში, ბაკურიანის სასტუმროებში კი 224.