COVID19
ახალციხის მუნიციპალიტეტში COVID 19-ით მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის უფროსის განმარტებით, იგი COVID 19-ს 26 ნოემბერს ემსხვერპლა. ჰქონდა თუ არა მამაკაცს თანმხლები დაავადებები გიორგი მიქელაძისთვის უცნობია.

27 ნოემბრის ოფიციალური მონაცემებით, რეგიონში COVID 19-ით გარდაცვალების 18 შემთხვევაა რეგისტრირებული.

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ 25 ნოემბერს გარდაიცვალა 67 წლის ახალციხელი ბიზნესმენი ოთარ თათეშვილი. "მეცხრე არხის" ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის წევრებთან ერთად გორის ჰოსპიტალში მკურნალობდა. ბიზნესმენის გარდაცვალება რეგიონის კოვიდსტატისტიკაში არ ასახულა.

| Print |