COVID19
ინფიცირების მაჩვენებლის კლება 2 კვირის შემდეგ დაიწყება - პაატა იმნაძე
დაავადების შემთხვევების კლება ორი კვირის შემდეგ შეიმჩნევა - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან შეზღუდვების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი შედეგები დეკემბერში გამოჩნდება. 

„პირველ რიგში ველოდებით იმას, რომ დასტაბილურდება სიტუაცია და მატება დეკემბრის მეორე ნახევარში არ გვექნება, რაც შესაძებლობას მოგვცემს, რომ შემდგომ დაიწყოს დაავადების შემთხვევების კლება. ჯერჯერობით კლებას ნამდვილად არ ველოდებით, მით უმეტეს პირველ დღეებში, ორი კვირის მერე არის პირველი შედეგები,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, 26 ნოემბერს 11 000-მდე „პი ჯი არი“ და 3 300-მდე ანტიგენ ტესტი, ჯამში 14 000-მდე ტესტი ჩატარდა.
| Print |