სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 74 ახალი შეთხვევა დაფიქსირდა
სამცხე-ჯავახეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 216 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 622 ისევ თბილისში, 517 - იმერეთში, ხოლო 313 - აჭარაში, გამოვლინდა.
"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 622 შემთხვევა, აჭარა-313, იმერეთი-517, ქვემო ქართლი-187, შიდა ქართლი-82, გურია-19, სამეგრელო-ზემო სვანეთი-160, კახეთი-161, მცხეთა-მთიანეთი-77, სამცხე-ჯავახეთი-74, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 798, აჭარაში-991, იმერეთში-1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში-488, აჭარაში -165, იმერეთში-217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-221, აჭარაში-122, იმერეთში-39. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282- თბილისში, 2 023-აჭარაში, 270-იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე“ - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
30 ნოებრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 2 280 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 763, ხოლო 18 - გარდაიცვალა.