COVID19
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 759 პირს დაუდასტურდა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 3 759 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 139 343-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 303  შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 574  პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 117 560-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 978 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 366 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3708-ს შეადგენს.
| Print |