COVID19
საქართველოში კორონავირუსის დღიურმა შემთხვევებმა 4000–ს გადააჭარბა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 143 376-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 39 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 342 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 4 061 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 121 621-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 980 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 397 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 798-ს შეადგენს.

| Print |