COVID19
დავიჯერეთ, რომ ძალიან მაგრები ვართ, რამაც შემთხვევების ზრდას ხელი შეუწყო – ამირან გამყრელიძე
ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ის პროცენტული მაჩვენებელი რაც ქვეყანაში ინფიცირებას ასახავს, საქართველოსთვის მაღალია, აქვე, ის ამბობს რომ ვირუსის ასეთ გავრცელებას არ პროგნოზირებდა.

"მიმდინარე პროცესებია, ხშირად მაკრიტიკებენ, გასაგებია, თქვენც შეგიძლიათ გამაკრიტიკოთ, რომ მზადება როგორი იყო და არაფერი გაკეთებულა - როგორ არ გაკეთებულა?! გადამზადებაც მიმდინაროებდა, შესყიდვებიც, გარკვეული გეგმებიც დასახული არის და გეგმაც იყო, მაგრამ პირდაპირ გეტყვით, ჩვენ რათქმაუნდა არ ვპროგნოზირებდით, რომ გვექებოდა დღეში 4 და 5 ათასამდე შემთხვევა, პირდაპირ გეტყვით ამას. რამ შეუწყო ხელი - იმან, რომ ზაფხულში ჩვენ დავიჯერეთ, და ქართველებს გვახასიათებს ეს, რომ ძალიან მაგრები ვართ და შევიქმენით ილუზია, რომ დავამარცხეთ კორონა, არ ვიცი ახლა ჩემი გამოსვლები შეგიძლიათ ნახოთ, კორონავირუსი არსად არ წასულა, სულ ვამბობდი, რეკომენდაციები უნდა დავიცვათ, მაგრამ მოხდა ასე და ზაფხული ძალიან თავისუფლად წავიყვანეთ, ჩვენ ყველამ - ბათუმი, ამას მოყვა ძალიან მაღალი მობილობა არჩევნებზე, კიდე უფრო დიდი მობილობა არჩევნების დღეს, ოქტომბრის ბოლოს მივდიოდით 1500-ით, ნოემბერში გაგვიორმაგდა, ეს იმ მობილობის შედეგია, რაც გვქონდა ოქტომბერ ნოემბერში" - ამბობს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძე ასევე ფიქრობს, რომ ჯანდააცვის სისტემა ხარვეზების მიუხედავად, ინფიცირების ასეთ ნაკადს უძლებს.

"ჩვენ იდეალური არ ვართ, არც ქვეყანაა ჩვენი იდეალური, არც ძალიან მდიდარი ქვეყანა არ ვართ, მაგრამ დამერწმუნეთ, რომ მე, რომელსაც ძალიან დიდი მუშაობის სტაჟი მაქვს, ყველანაირი პოზიციაზე, დაწყებული ჩვეულებრივი ექიმით, დამთავრებული ჩინოვნიკურ პოზიციებზე, უფლება მაქვს შედარებითი ანალიზი ვაკეთო. მე პირადად არ მეგონა, რომ ამდენს შემთხვევას ჯანდაცვის სისტემა გაუძლებდა, კი ხარვეზები არის, მაგრამ სისტემა უძლებს ამას" - ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი. 

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4 033 ადამიანს დაუდასტურდა.
| Print |