COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირების, გარდაცვალებისა და განკურნების შემთხვევები გაიზარდა
1 გარდაცვლილი, 68 ინფიცირებული და 35 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო დღე–ღამის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში.

სამხარეო ადმინისტრაციის აპატარის ინფორმაცით, 68 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 23 – ახალციხეში, 17 – ბორჯომში, 12 – ადიგენში, 10 – ასპინძაში, 4 – ახალქალაქში, ხოლო 2 შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა. შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2 419 გახდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 149 პირი. კვლევაში რჩება 89 ნიმუში.

რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევას, კოვიდ 19–მა ახალციხის მუნიციპალიტეტში 57 წლის მამაკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა. რეგიონის მასშტაბით ოფიციალურად, სულ კორონავირუსით გარდაცვალების 19 შემთხვევაა დაფიქსირებული.

რეგიონში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 870–მდე გაიზარდა.

სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა 1 480-მდე შემცირდა. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 639 პირია, ადიგენში - 320, ასპინძაში - 99, ბორჯომში - 265, ახალქალაქში - 130 და ნინოწმინდაში - 27.

რეგიონში კარატინში რჩება 207 პირი. აქედან 50 - ახალციხის, 157 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.
| Print |