COVID19
ადიგენში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
კორონავირუსმა ადიგენში კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. გარდაცვლილი 81 წლის მამაკაცია. მას COVID 19–ის გარდა სხვა თანმხლები დაავადებებიც აღენიშნებოდა.

თავდაპირველად იგი მკურნალობის კურს ადიგენის საავადმყოფოში გადიოდა, ხოლო შემდეგ მდგომარეობის გაუარესების გამო, ხაშურის კლინიკაში გადაიყვანეს. ფაქტს ადასტურებენ სამედიცინო დაწესებულებაში. მამაკაცი 1 დეკემბერს გარდაიცვალა.

"გორმედის" დირექტორის ინფორმაციით, კლინიკამ სამცხე–ჯავახეთიდან პირველი პაციენტი 22 ოქტომბერს მიიღო. მას შემდეგ სამედიცინო დაწესებულება რეგიონიდან ჯამში 96 პაციენტს მოემსახურა. ამ დროისათვის ხაშურის კლინიკაში სამცხე-ჯავახეთიდან მკურნალობას 41 პაციენტი გადის.

"გორმედი" მძიმე და საშუალო კოვიდპაციენტებს ემსახურება.

| Print |