COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსი კიდევ 88 პირს დაუდგინდა
სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 88 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 4 260 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 676 ისევ თბილისში, 591 - იმერეთში, ხოლო 525 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 260 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 676 შემთხვევა, აჭარაში-525, იმერეთში-591, ქვემო ქართლში-351, შიდა ქართლში-294, გურიაში-131, სამეგრელო-ზემო სვანეთში-274, კახეთში-166, მცხეთა-მთიანეთში-134, სამცხე-ჯავახეთში-88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-30.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 843, აჭარაში-1 043, იმერეთში-1 255.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის, თბილისში-486, აჭარაში-152, იმერეთში-218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში-206, აჭარაში-45, იმერეთში-43“
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

3 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 2 507 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 870, ხოლო 19 - გარდაიცვალა. სტატისტიკაში ჯერ არ ასახულა გარდაცვალების ორი შემთხვევა. ადიგენში 1–ელ დეკემბერს კორონავირუსით 81 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, ხოლო ვალეში 2 დეკემბერს – 57 წლის მამაკაცი.
| Print |