სამცხე–ჯავახეთში COVID 19-ისგან განკურნებულთა რაოდენობამ 1000–ს გადააჭარბა
114 ინფიცირებული და 85 გამოჯანმრთელებული – ასეთია კორონავირუსის ბოლო დღე–ღამის სტატისტიკა სამცხე–ჯავახეთში.
სამხარეო ადმინისტრაციის აპატარის ინფორმაცით, 114 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 42 – ახალციხეში, 28 – ბორჯომში, 16 – ადიგენში, 15 – ასპინძაში, 9 – ახალქალაქში, ხოლო 4 შემთხვევა ნინოწმინდაში გამოვლინდა. შესაბამისად, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 2 621 გახდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 103 პირი. კვლევაში რჩება 22 ნიმუში.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, კორონავირუსისგან სულ 1001 ადამიანია განკურნებული.
ბოლო 24 საათში გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა. შესაბამისად, რეგიონში ოფიციალურად, COVID 19–ით გარდაცვალების 20 შემთხვევაა რეგისტრირებული.
სამცხე-ჯავახეთის მასშტაბით, თვითიზოლაციაში მყოფთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 1 447-ია. მათგან ახალციხის მუნიციპალიტეტში - 586 პირია, ადიგენში - 272, ასპინძაში - 133, ბორჯომში - 313, ახალქალაქში - 120 და ნინოწმინდაში - 24.
რეგიონში კარატინში რჩება 171 პირი. აქედან 48 - ახალციხის, 123 კი ბაკურიანის საკარანტინე სივრცეშია მოთავსებული.