COVID19
საქართველოში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, სამცხე-ჯავახეთში კი 105
ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში 18 095 პირს კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 450 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში სულ კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 158 154-ს.

ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 2 053 ინფიცირებული, აჭარაში - 453, იმერეთში - 931, ქვემო ქართლში - 339, შიდა ქართლში - 528, გურიაში - 84, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 434, კახეთში - 386, მცხეთა-მთიანეთში - 104, სამცხე-ჯავახეთში - 105, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 33.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 306 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 129 210-მდე.

უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 37 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა 1 462-მდე გაიზარდა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი. 4 067 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, 16 621 პირი მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
| Print |