ერთ დღეში, სამცხე-ჯავახეთში 3 პირი გარდაიცვალა, 32 გამოჯანმრთელდა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 76 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 2 801-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2 შემთხვევა ადიგენში, 7 ასპინძაში, 17 ახალციხეში, 2 ახალქალაქსა და 48 ბორჯომში გამოვლინდა.
გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 116-მდე პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 118 ნიმუში.
24 საათში გარდაიცვალა სამი პაციენტი - 63 წლის მამაკაცი, 71 წლის და 81 წლის ქალები. სამივე მათგანი ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა. სულ გარდაცვლილთა რაოდენობა რეგიონში 23-ს შეადგენს.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულია 1 045 პირი.
თვითიზოლაციაში იმყოფება 1 408 პირი. აქედან ადიგენში 274 პირი, ასპინძაში 145, ახალციხეში 527, ახალქალაქში 127, ბორჯომში 316, ნინოწმინდაში კი 19 პირი.
რეგიონში კარანტინში რჩება 247 პირი, აქედან 56 ახალციხეში, 191 კი ბაკურიანში.