COVID19
საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 673 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 169 649-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 576 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 3 893 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 141 392-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 186 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 829 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 759-ს შეადგენს.

| Print |