COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა დადასტურდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 4 673 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 729 ისევ თბილისში, 673 - იმერეთში, ხოლო 339 - აჭარაში გამოვლინდა.

"დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 673 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 729 შემთხვევა, აჭარაში-339, იმერეთში-673, ქვემო ქართლში-419, შიდა ქართლში-354, გურიაში-126, სამეგრელო-ზემო სვანეთში-388, კახეთში-384, მცხეთა-მთიანეთში-109, სამცხე-ჯავახეთში-111, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-41.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 963, აჭარაში-1 015, იმერეთში-1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში-511, აჭარაში-158, იმერეთში-257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-51, იმერეთში-48“
- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

8 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 2 846 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 076, ხოლო 23 - გარდაიცვალა.
| Print |