COVID19
რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული ახალციხესა და ბორჯომში გამოვლინდა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 2 958-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 111–დან 30 შემთხვევა ახალციხეში, 43 – ბორჯომში, 19 – ადიგენში 11 – ასპინძაში, 7 ახალქალაქში და 1 – ნინოწმინდაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 163 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 15 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 35 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულია 1 111 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 309 პირი. აქედან ახალციხეში – 495 პირი, ადიგენში – 221, ასპინძაში – 139, ახალქალაქში – 107, ბორჯომში– 318, ნინოწმინდაში კი 29 პირი.

რეგიონში კარანტინში რჩება 243 პირი, აქედან 57 ახალციხეში, 186 კი ბაკურიანში.

8 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების 23 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |