COVID19
სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით 73 პირი დაინფიცირდა, 29 კი განიკურნა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 3 031-მდე გაიზარდა. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 73–დან 13 შემთხვევა ახალციხეში, 32 – ბორჯომში, 14 – ადიგენში 6 – ასპინძაში, 7 – ახალქალაქში და 1 – ნინოწმინდაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 279 პირი, მიმდინარეობს მოკვლევა. კვლევაში რჩება 47 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 29 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულია 1 140 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 330 ადამიანი. აქედან ახალციხეში – 484 პირი, ადიგენში – 230, ასპინძაში – 147, ახალქალაქში – 109, ბორჯომში– 339, ნინოწმინდაში კი 21 პირი.

რეგიონში კარანტინში რჩება 187 მოქალაქე, აქედან 62 – ახალციხეში, 125 კი ბაკურიანში.

9 დეკემბრის ოფიციალური მონაცემებით, სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების 23 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |