COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 183 099–მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 146 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მთავრობის სპეციალურ ვებ–გვერდზე – stopcov.ge-ze გამოქვეყნდა.

ქვეყანაში COVID 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 183 099-ს შეადგენს.

ამასთან, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა კიდევ 37 პაციენტი. შესაბამისად, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გარდაცვალების 1 694 შემთხვევაა დაფიქსირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 129 პაციენტი და მათი რიცხვი ქვეყანაში 150 461-მდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 1 017 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 881 ადამიანი გადის, ხოლო კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 3 400-ს შეადგენს.
| Print |