COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის შემთხვევები 94–ით გაიზარდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 94 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 907 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 588 ისევ თბილისში, 333 - აჭარაში, 599- იმერეთში გამოვლინდა.

12 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 269 შემთხვევაა რეგისტრირებული.
| Print |