COVID19
COVID 19 - ს ახალციხეში, ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 94 ახალი და ერთი გარდაცვალების შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა - 3269 -მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 94–დან 22 შემთხვევა ახალციხეში, 32 – ბორჯომში, 22– ადიგენში 6 – ასპინძაში და 12 – ახალქალაქში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 103–მდე პირი, კვლევაში გვრჩება 160 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 69 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულია 1 332 პირი.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1311 ადამიანი. აქედან ახალციხეში 402 პირი, ადიგენში – 310, ასპინძაში – 159, ახალქალაქში – 115, ბორჯომში– 309, ნინოწმინდაში კი - 16 პირი.

კოვიდსასტუმროში რჩება 65 პირი.

რეგიონის მასშტაბით, სულ გარდაცვლილია 30 მოქალაქე.

| Print |