COVID19
,,ხვალ მცხეთიდან გადმოვასვენებთ და ზეგ დავკრძალავთ“ - გარდაცვლილის მამა
,,ხვალ გადმოვასვენებთ მცხეთიდან და ზეგ დავკრძალავთ“ - ამბობს 39 წლის გარდაცვლილი მამაკაცის მამა.

კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ა.მ. ჯერ ახალციხის კლინიკა იმედში შეიყვანეს.

,,როდესაც სუნთქვა გაუჭირდა, კატასტროფით გავაგზავნეთ. მას თანმხლები თრომბული დაავადება ჰქონდა" - განუცხადა მეცხრე არხს კლინიკურმა მენეჯერმა მზია კაკოშვილმა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო არტურ მადოიანი მცხეთაში გადაიყვანეს. მცხეთის კოვიდკლინიკაში განმარტავენ, რომ მამაკაცს, რომელსაც კოვიდ19-თან და თრომბულ დაავადებასთან ერთად, შაქრიანი დიაბეტიც აწუხებდა, ათი დღის განმავლობაში მკურნალობდნენ.

კლინიკის მენეჯერის ლიკა მუმლაძის თქმით, ,,პაციენტი გართულებული კორონავირუსით, ორმხრივი პნევმონიითა და სუნთქვის უკმარისობით 30 ნოემბერს შემოიყვანეს კლინიკაში".

ახალგაზრდა მამაკაცი მცხეთის კლინიკაში ათი დღის განმავლობაში მკურნალობდა. მას თრომბული დაავადება ჰქონდა.



| Print |