COVID19
ინფექცია ხალხში სწრაფი ტემპით ვრცელდება - ბესიკ ბურჯალიანი
ახალციხის კლინიკებში თავისუფალი ადგილი არ არის, ამის გამო ხშირად გვიწევს პაციენტების უკან გაბრუნება - განმარტავს რეფერალური ჰოსპიტლის კლინიკური მენეჯერი.

ბესიკ ბურჯალიანი შექმნილ ვითარებას მძიმეს უწოდებს და მოსახლეობას რეგულაციების დაცვას თხოვს.

რაც შეეხება სამხარეო ადმინისტრაციის მონაცემებს, გიორგი მიქელაძის თქმით, 13 დეკემბრის დილის მონაცემებით, კოვიდკლინიკებში, რეგიონის მასშტაბით 29 თავისუფალი ადგილი იყო.
| Print |