COVID19
რომელ მუნიციპალიტეტებში დაფიქსირდა კორონავირუსის ახალი შემთხვევები?
ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 18 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 3 357 - მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 18–დან 6 შემთხვევა ახალციხეში, 1 – ბორჯომში, 1– ადიგენში, 8 – ასპინძაში და 2 ახალქალაქში დადასტურდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 106–მდე პირი, გამოსაკვლევია 138 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 47 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 437-ს მიაღწია.

თვითიზოლაციაში იმყოფება 1 219 ადამიანი. აქედან ახალციხეში - 325, ადიგენში – 283, ასპინძაში – 154, ახალქალაქში – 124, ბორჯომში– 317, ნინოწმინდაში კი - 16 პირი.

კოვიდ სასტუმროში რჩება 81 მოქალაქე.

ოფიციალური მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, კორონავირუსის დიაგნოზით 30 ადამიანია გარდაცვლილი.

| Print |