სამცხე-ჯავახეთში COVID 19 კიდევ 86 პირს დაუდასტურდა
ბოლო დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 3 837 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი - 1 461 ისევ თბილისში, 646 - იმერეთში, ხოლო 263 - აჭარაში გამოვლინდა.
"დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა - 263, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404, კახეთი - 254, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 205, საიდანაც, 6 710 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მძიმე პაციენტია 1 146 პირი. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 438 პირი" - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
15 დეკემბრის დილის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის 3 443 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია - 1 437, ხოლო 30 - გარდაიცვალა.