COVID19
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით კიდევ ოთხი ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა, აქედან 77 და 64 წლის მამაკაცები ადიგენის მუნიციპალიტეტში, 70 წლის მამაკაცი ბორჯომის მუნიციპალიტეტში და 63 წლის მამაკაცი ასპინძის მუნიციპალიტეტში. რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 34-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე–ღამის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 86 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისათვის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა სულ 3 443-ია.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 86–დან 19 შემთხვევა ახალციხეში, 36 – ბორჯომში, 20– ადიგენში, 8 – ასპინძაში, 2 - ახალქალაქში და 1 - ნინოწმინდაში დაფიქსირდა.

გამოვლენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 67 პირი, გამოსაკვლევია 135 ნიმუში.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 68 პაციენტი და სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 1 505-ს მიაღწია.

სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფ პირთა რაოდენობა შემცირდა. რეგიონში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 1 155 ადამიანი იმყოფება. აქედან ახალციხეში - 316, ადიგენში – 288, ასპინძაში – 149, ახალქალაქში – 130, ბორჯომში – 217, ნინოწმინდაში კი - 12 პირი.
| Print |