COVID19
ბორჯომში გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობდა
სამცხე-ჯავახეთში COVID 19-ით ბოლო 24 საათში 4 პირი გარდაიცვალა. მათგან ერთი შუახნის მამაკაცი ბორჯომიდან იყო. ჰქონდა თუ არა სხვა დაავადებები გარდაცვლილს, ამის შესახებ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში არ საუბრობენ. ცენტრის კლინიკური მენეჯერის თქმით, პაციენტის თანმხლები დაავადებები ხშირ შემთხვევაში არასწორად აღიქმება საზოგადოებაში, რის გამოც ოლიკო ბუაჩიძე გარდაცვლილის მხოლოდ კოვიდისტორიაზე საუბრობს.

,,პირველადი დადასტურებით კოვიდპაციენტი ჩვენთან 12 დეკემბერს შემოვიდა, სწრაფმა ტესტმა აჩვენა, რომ ინფიცირებული იყო. მანამდე ის სახლში მკურნალობდა. გართულების შემდეგ შემოვიდა კლინიკაში და მაშინვე რეანიმაციაში შევიყვანეთ. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ შევძელით და 14 დეკემბერს გარდაიცვალა“ - განუცხადა "მეცხრე არხს" ბორჯომის სამედიცინო ცენტრის კლინიკური მენეჯერმა.

გასული დღე - ღამის განმავლობაში, ბორჯომში კოვიდინფიცირების 36 დადატურებული შემთხვევა გამოვლინდა.
| Print |