COVID19
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები 198 387-მდე გაიზარდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 487ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა და ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა 198 387-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 495 პირი და საერთო ჯამში მათი რიცხვი 167 281 გახდა.

ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების 39 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 922 პირი ემსხვერპლა.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 29 158-ია, საიდანაც, 6 721 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 431 პირი იმყოფება.

კლინიკურ სასტუმროში, ქვეყნის მასშტაბით, 2 461 პაციენტი იმყოფება.

მკურნალობს კურსს საცხოვრებელ ბინაზე 19 976 პირი გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 622 ადამიანი, ხოლო თვითიზოლაციაში 47 759 პირი იმყოფება.

| Print |